Pussy Riot

„Pussy Riot“-ის მხარდასაჭერი კონცერტი ტალინში

ტალინის თეატრში "Von Krahl" გაიმართა უფასო კონცერტი რუსული პანკ-ჯგუფის „Pussy Riot“ -ის მხარდასაჭერად. კონცერტის ორგანიზატორი იყო ესტონეთის პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან იუკუ კალე რაიდი. გავრცელებული ცნობებით, კონცერტს დაესწრო ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესიც. 

ტალინში გამართულ კოცერტზე იმყოფებოდა რუსი მუსიკალური კრიტიკოსი არტემ ტროიცკი. მისი სიტყვებით, ესტონეთი აღმოჩნდა პირველი სახელმწიფო, რომლემაც გამოავლინა ასეთი სოლიდარობა პანკ-ჯგუფის მიმართ. „ ვამაყოფ ჩემი ესტონელი მეგობრებით, ამ კონცერტის ორგანიზატორებით.“-აღნიშნა ტროიცკიმ. 

კონცერტის ორგანიზატორმა ესტონეთის პარლამენტის კიდევ 8 წევრთან ერთად ღია წერილით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას. ამ წერილში ესტონელი დეპუტატები მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკ-ვედრების („ღვთისმშობელო გააგდე პუტინი!“) ავტორების და შემსრულებლების გათავისუფლებას მოითხოვენ.

„გოგონები დაიჭირეს ხულიგნობის ბრალდებით, თუმცა საიდუმლო არაა, რომ მათი აქცია უკავშირდებოდა არჩევნებს და ვლადიმირ პუტინს, რომ აქცია მიმართული იყო პუტინის ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ, რუსეთში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. 

რუსეთის პატრიარქმა დაგმო გოგონების აქცია და მათ მკაცრად დასჯას დაუჭირა მხარი. რუსეთის ეკლესია კი არის სანდო პარტნიორი რუსეთის მთავრობის. ჩვენ სოლიდარობა ვუცხადებთ დაკავებულ გოგონებს და ჩვენ სოლიდარულები ვართ რუსეთის კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობისადმი. დაკავებულებს მივიჩვეთ უდანაშაულოებად და შევახსენებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია ნორმალაური ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რომელიც საკუთარი მოქალაქების წინაარმდეგ რეპრესიულ ზომებს მიმართავს ,“- ნათქვამია ესტონელი დეპუტატების მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი და სახელმწიფო დუმისადმი.

კომენტარები