2007 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აუტიზმის საზოგადოებას ეწვია და აუტისტი ბავშვების მშობლებს გაესაუბრა.
,,მართალია საზოგადოებაში მცირეა იმ ოჯახების რაოდენობა, ვისაც ეს პრობლემა უდგას, მაგრამ ჩვენთვის ყველა ოჯახი მნიშნელოვანია და სწორედ ამიტომ, თითოეული მათგანის გასაჭირი ჩვენი პრობლემაც არის. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტიზმის ადრეულ გამოვლებას, ჩვენ მუდმივად გვექნება დიალოგი, როგორც მშობლებთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან.’’- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
,,აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის’’ მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და აუტიზმით დაავადებულთა უფლებების რეალიზება. აუტიზმის შემთხვევათა საგრძნობი მატების ფონზე, აღნიშნული პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად შეფასდა. საქართველო ,,აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს’’ 2011 წელს შეუერთდა.




