პარლამენტი

მმართველი პარტია სადეპუტატო ასაკის შემცირების მომხრეა

საპარლამენტო უმრავლესობის გეგმით, პარლამენტის დეპუტატად  შესაძლებელი გახდება პირის არჩევა, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი. მოქმედი კანონმდებლობით  დეპუტატად ასარჩევი პირის მინიმალური ასაკი 25 წელია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების ინიციატივით მმართველი პარტია გამოდის. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში,“ – განაცხადა  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა. „მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ ადამიანს 21 წლის ასაკიდან“, – აღნიშნა მან.

კომენტარები