განათლების სამინისტრო

ინგლისური ენა საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, რუსული ენა კი მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა ფრანგულზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ”ორი წლის წლინ ინგლისური ენა აბიტურიენტთა მხოლოდ 46 პროცენტმა აირჩია, ასევე 46 პროცენტმა არჩევანი რუსულ ენაზე გააკეთა, თანაფარდობა ერთნაირი იყო. ინგლისური ენის პოპულარიზაციის კუთხით დიდი წარმატება პირველ რიგში განაპირობა პროგრამამ ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად,”- აღნიშნავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ათასობით ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოვიდა საქართველოში ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. უცხოელი მასწავლებლები ქართველ მოსწავლეებს ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ასწავლიან.

კომენტარები