საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა , ილია მეორემ, ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მილოცვის ტექსტი საპატრიარქომ გამოაქვეყნა. მასში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ხაზს უსვამს რუსი და ქართველი ერების ერთმორწმუნეობას და დასძენს, რომ ვერც საქართველო და ვერც ქართული ეკლესია ვერასდროს შეეგუება მისი წიაღიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. ილია მეორე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილი ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, ეს კი მაშინ მოხდება, ”თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა.”

”დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამყარდება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი - შემდგომ აყვავებას.”- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ვლადიმირ პუტინს.

 

კომენტარები