შაბათს, 10 მარტს, 21:00 საათზე, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილი რკინიგზელების კლუბი) მაია დარსმელიძე, ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს, ეს „მაობენდის“ პირველი სოლო კონცერტია.
„მაობენდი“ ორი წელია არსებობს, ჯგუფი აღნიშნული საღამოსთვის ორი თვეა ემზადება და კონცერტის სახელწოდებაა - „Find me, here I am”.
ბენდის სოლისტი მაია დარსმელიძეა, კლავიში - ამირან დიასამიძე, ბასი - შაკო ღელეყვა, ხოლო დრამი ლევან აბშილავა.
კონცერტი ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაიმართება, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
საღამოზე 12 კომპოზიცია გაჟღერდება, აქედან 3 დუეტი, სტეფანესთან, ქეთათო ჩარკვიანთან და დათო ევგენიძესთან.