29 თებერვლიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით რუსეთის 2500-მდე მოქალაქემ ისარგებლა, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთთან ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გამარტივების ინიციატივით პრეზიდენტი სააკაშვილი 28 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა. მეორე დღესვე გამოიცა შესაბამისი ბრძანებულება, რომლის ძალითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და აქ 90 დღემდე ყოფნისთვის ვიზა არ ესაჭიროებათ.




