აშშ-ისრაელი

შიმონ პერესი: ირანი უნდა შევაჩეროთ

ვაშინგტონში დაიწყო აშშ-ისრაელის საზოგადოებრივი კომიტეტის ყოველწლიური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც. გავრცელებული ცნობებით, კონფერენციას, რომელიც 6 მარტამდე გასტანს 13000-ამდე ადამიანი ესწრება. კონფერენციას უკვე მიესალმნენ აშშ-ს და ისრაელის პრეზიდენტები. ბარაკ ობამამ გაიმეორა, რომ აშშ გამოიყენებს ყველა ზომას, მათ შორის სამხედრო ზომას, თუკი დადასტურდება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი იმუშავებს ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის - ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით.

 ირანის პრობლემაზე ისაუბრა ისრაელის პრეზიდენტმაც. „ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ირანი და მას შევაჩერებთ კიდეც. ისრაელი ისწრაფვის მშვიდობისკენ, მაგრამ თუთავს მოგვახვევნ ომს, ჩვენ გავიმარჯვებთ.“-აღნიშნა შიმონ პერესმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს და აშშ-ს ერთნაირად ესმით, რომ დაუშვებელია ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ შეიმუშავოს ბირთვული იარაღი.

 ხვალ ვაშინგტონში ბარაკ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

 

კომენტარები