ლგბტ

ლგბტ: ტურისტები პეტერბურგში აღარ ჩავლენ

საერთაშორისო უფლებადამცველმა ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ორგანიზაცია All Out-მა პეტერბურგელი ჰომოსექსუალების მხარდასაჭერად ვიდეორგოლი ჩაწერა. უფლებადამცველები რუსეთის მმართველი პარტიის ინიციატივით, პეტერბურგში ”ჰომოსექსუალური ცხოვრების სტილის პროპაგანდის” აკრძალვამ აღაშფოთა. კანონი ლგბტ პირებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს. ვიდეორგოლში ცნობილი რუსი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკის ფონზე (რომელიც ასევე ჰომოსექსუალი იყო) ,  პირაკრული გოგონა   რვეულს ფურცლავს და პეტერბურგის გუბერნატორს, სერგეი პოლტავჩენკოს  სთხოვს გონს მოეგოს.

ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ პროტესტის ნიშნად, რუსეთის ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქალაქს, ჰომოსექსუალი მოქალაქეები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გვერდს აუვლიან. ორგანიზაციის საიტზე ასევე გამოქვეყნდა პეტიცია, რომელიც პეტერბურგის გუბერნატორს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს. მას ხელი უკვე 77 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

კომენტარები