ირანში, გილანის პროვინციის სასამართლომ 34 წლის ქრისტიან პასტორს, იოსებ ნადარჰანის, რომელიც ორი შვილის მამაა, სიკვდილი ისლამიდან ქრისტიანობაზე მოქცევის გამო მიუსაჯა.
2009 წელს ირანის ხელისუფლებამ პასტორი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ნადარჰანის სექსუალური ძალადობის ბრალდება მოეხსნა, ირანის სასამართლომ მიიჩნია, რომ ისლამის უარყოფისთვის სიკვდილით დასჯას შარიათის კანონები ავალდებულებს. გადაწყვეტილებას სასამართლო იმ შემთხვევაში შეცვლიდა, თუ იოსები კვლავ ძველ მრწამსს დაუბრუნდებოდა. პასტორმა ქრისტიანობა არ უარყო.
ნადარჰანიმ ციხეში უკვე გაატარა 863 დღე. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, 89 კონგრესმენთან ერთად უკვე მოსთხოვა ირანის ხელისუფლებისგან სიკვდილით დასჯის განაჩენის გაუქმება. უცნობია როდის აპირებს ისლამური სახელმწიფო პასტორის ჩამოხრჩობას.




