აგვისტოს ომი

მედვედევი ფილმზე - რვა აგვისტო - და საქართველოსთან ომზე

რუსეთის პრეზდენტ  დმიტრი მედვედევის აზრით, იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსი აღარ განმეორდეს , აუცილებელია ადამიანებს ახსოვდეთ ის რაც მაშინ მოხდა. ” ამიტომ  მნიშვნელოვანია ამ  თემას რომ ვუბრუნდებით,” - თქვა მან ”გლავკინოში” გამართულ შეხვედრაზე,  რომელსაც   საქართველოს წინააღმდეგ  მაშინდელ  სამხედო ოპერაციაში   მონაწილეებთან ერთად ესწრებოდნენ ფილმის ” რვა აგვისტოს”  შემქმნელები და მსახიობები. შეგახსენებთ  რუსი რეჟისორის მიერ გადაღებული ეს ფილმი ამართლებს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის ჩვენებზე, ახლახან,  უარი თქვეს ბაქოს კინო-თეატრებმა.

”რვა აგვისტო” ფედერალური ფონდიდან დაფინანსდა და მისი გადაღება 16 მილიონი დოლარი დაჯდა.

მედვედევმა  მაღალი შეფასება მისცა  ამ ფილმს  და თქვა:  ” ეს სამხედრო ოპერაცია იყო მოკლედ და  წარმატებული, როცა უყურებ ფილმს სიამაყით  ივსები ჩვენი შეიარაღებული ძალების გამო.  იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან გარკვეული სახელმწიფოს  სამსახურში  უნდა ესმოდეთ, თუ კიდევ გაბედავენ პასუხი იქნება  ანალოგიურად ხისტი. მათ პერსპექტივა არა  აქვთ, მთავარი მარცხი მათ უკვე იწვნიეს და დარჩებიან  ისტორიაში, მათ შორის ქართველი ხალხის მეხსიერებაში  ადამიანებად, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა ასეთ ტრაგედიამდე მიიყვანეს.”

ფილმზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა  პუტინის  მსგავსად  სცადა გაემიჯნა საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი. ” ხალხი დამნაშავე არაა, დამნაშავე ხელისუფლებაა,”- თქვა მან   და  ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით მოეწონა ფილმის ის ნაწილი, სადაც ქართველი სამხედრო  ფილმის მთავარ გმირს ეხმარება. ” ეს სცენა სწორია, როგორც  არსობრივად , ასევე  იმის გათვალისწინებით, როგორ აღვიქვით ჩვენ ეს მოვლენები.”-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ  გუშინ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ აიგივებს ერთმანეთთან საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ” ერთხელაც ქართველი ხალხი გააცნობიერებს, რომ რუსეთი მისი მტერი კი არა მეგობარია.”- აღნიშნა პუტინმა რუს სამხედროებთან შეხვედრაზე.  საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: ” ძნელი წარმოსადგენია ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში, საქართველოში მცხოვრები მრავალი ათასი ოჯახი, რუსეთის ხელისუფლების, მათ  შორის, პირადად პუტინის ქმედებების შედეგად გახდა იძულებული დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და იქცა დევნილად.” 

კომენტარები