ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.''
დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამის გავლა ახალგაზრდებს მხოლოდ აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში შეუძლიათ. თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, ვიდრე განახლებული ჰოსპიტალური სექტორი სრული დატვირთვით ამოქმედდება და სარეზიდენტო მზადების ახალი ადგილები შეიქმნება, კანონპროექტის მიხედვით, საექიმო სპეციალობის მაძიებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების უფლება უმცროს ექიმად მუშაობით მოიპოვონ.
უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.




