ელექტროენერგია

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა 2013 წელს დაიწყება

2013 წელს საქართველოში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროსადგურის მშენებლობას სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ფარავნის ტბასთან ჩეხური კომპანია Wind Energy Invest-ი განახორციელებს. ხელშეკრულება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ჩეხურ კომპანიას შორის 2011 წლის მაისში გაფორმდა. ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ჩეხური კომპანია 100.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ფარავნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა 2014 წელს დასრულდება. მისი დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 170 მილიონი კილოვატ საათი იქნება. 

კომენტარები