გამოფენა

დღეს 'თიბისი არტ-გალერეა' იხსნება

დღეს, 22 თებერვალს, 17:00 საათზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ახალი საგამოფენო სივრცე - „თიბისი არტ-გალერეა“ გაიხსნება.

გალერეა საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატის, ზურაბ ნიჟარაძის პერსონალური გამოფენით გაიხსნება.

ექსპოზიციას ზურაბ ნიჟარაძე ბოლო ერთი წლის მანძილზე, ექსკლუზიურად, „თიბისი არტი-გალერეისთვის“ ამზადებდა.

გალერეის შექმნის ძირითადი მიზანია სერიოზული მონაწილეობა ქართული არტ-ბაზრის დარეგულირების საქმეში, ექსკლუზიური გამოფენების მოწყობის გზით საქართველოს არტისტთა სტიმულირება და თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების წარმოდგენა, როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონსა და უცხოეთში.

 

კომენტარები