აშშ-ისრაელი

ბარაკ ობამა ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

 5 მარტს, ვაშინგტონში,  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ამასთან, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა აშშ-ისრაელის საზოგადოებრივი კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 4 -6 მარტს გაიმართება. გავრცელებული ცნობებით,  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესიც.

5 მარტისთვის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დასავლეთის სააგენტოები თეთრ სახელზე დაყრდნობით იუწყებიან. ახლახან , ისრაელში შეხვედრები გამართა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილონმა.  ექსპერტების ვარაუდით, დონილონი ისრაელს სტუმრობდა  ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედებების მიზანშეუწონლობაში ამ ქვეყნის ხელისუფლების  დასარწმუნებლად.

 

 

 

კომენტარები