აშშ-საქართველოს ურთიერთობები

თბილისს აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე ეწვევა

 საქართველოს 22 თებერვალს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე სელესტ ვოლანდერი ეწვევა. ამის შესახებ ორშაბათს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივნის მოადგილის ვიზიტი აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის „გამოძახილია “ და ამ ვიზიტის შედეგად მოლაპარაკებები ტექნიკურ ეტაპზე გადავა.

 როგორც ცნობილია, ვაშინგტონში პრეზიდენტების შეხვედრაზე, აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.  ამ შეხვედრას მოჰყვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შეხვედრა.

 

კომენტარები