შონ პენი

შონ პენმა ბრიტანეთი გააკრიტიკა

გუშინ ,ჰოლივუდის ვარსკვლავმა, შონ პენმა, დიდ ბრიტანეთს მოუწოდა უარი თქვას  ფოლკლენდის კუნძულების ”კოლონიალისტურ, უაზრო და არქაულ” მფლობელობაზე  და არგენტინას დაუბრუნოს.

ფოლკლენდის ვეტერანები გამოეხმაურნენ პენის განცხადებას და მსახიობის კომენტარს უაზრობა უწოდეს.

”შონ პენთან ფოლკლენდის კუნძულებს რა საერთო აქვს? ის არც ბრიტანელია და არც არგენტინელი, როგორც ჩანს სიტუაციის შესახებ არაფერი იცის და სულელურ განცხადებებს აკეთებს” - განუცხადა Daily Mail-ს ტორი პატრიკ მერსერმა, ყოფილმა არმიის ოფიცერმა.

შონ პენი ცნობილი რადიკალი მემარცხენეა, ის ფიდელ კასტროს და უგო ჩავესის ახლო მეგობარია. მსახიობმა ეს კომენტარი არგენტინაში სტუმრობისას გააკეთა. 

ფოლკლენდის კუნძულების დაკავება არგენტინამ 1982 წელს სცადა, მაშინ ბრიტანეთმა თავისი საკუთრების დასაცავად არგენტინასთან ომი გააჩაღა და გამარჯვა კიდეც. 

 

კომენტარები