სირიის ქალაქ ალეპოში სამხედრო ბაზების აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქება ქვეყნის კომერციულ ცენტრში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ თერთმეტთვიანი აჯანყების დროს ყველაზე სისხლიანი ინციდენტია.
სირიის მეორე ქალაქში აფეთქებებზე პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არავის აუღია, თუმცა სავარაუდოდ მასში მოქმედი ხელისუფლებაა ჩართული. უკანასკნელ პერიოდში ასადის ძალები აჯანყების ჩასახშობად უფრო აგრესიულ ოპერაციებს მიმართავენ.
რუსეთის მხარდაჭერით, ასადმა უარყო მოთხოვნები აშშ-ის, თურქეთის, ევროკავშირის, არაბული ლიგის და სხვა მთავობების მხრიდან რეპრესიების შეჩერების და გადადგომის შესახებ.
არაბული ლიგის საგარეო მინისტრები კვირას აპირებენ განიხილონ სირიაში გაეროსთან ერთად საერთო მისიის გაგზავნის საკითხი.




