აშშ-საქართველოს ურთიერთობები

გრიგოლ ვაშაძე ბან კი-მუნს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე  გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს შეხვდა.

 საგარეო  საქმეთა სამინისტროს ცნობით , შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებები.  საუბარი შეეხო დევნილთა შესახებ რეზოლუციის შესრულების  შესახებ  გენერალური მდივნის მომავალ მოხსენებასაც  და გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომენტარები