შოუბიზნესი

ჭორები დეპის და პარადის გაყრის შესახებ

ჭორები არ წყდება ჯონი დეპის და ვანესა პარადის გაყრის შესახებ. „People Magazine“–ის მტკიცებით, ვარსკვლავების 14 წლიანი თანაცხოვრება დასრულდა.

დეპი და პარადი ამჟამად თავიანთ დროს ცალ–ცალკე, საფრანგეთის პატარა ქალაქსა და ლოს ანჯელესში ატარებენ.
ჯერჯერობით წყვილს არ გაუკეთებია განცხადება დაშორების შესახებ.
ჯონი დეპს და ვანესა პარადის ორი შვილი ჰყავთ.

მსახიომბა მარკ ველბერგმა, „Men's Journa“–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას 9/11 ტერაქტის დროს ერთ–ერთ თბითმფრინავში, რომელიც ტერაქტს ემსხვერპლა, ბილეთი ჰქონდა აღებული, მაგრამ მსახიობის ფრენის გეგმები შეიცვალა.
ველბერფის განცხადებით, მისი ფრენის გეგმები რომ არ შეცვლილიყო, მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, იგი შეძლებდა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაესვა და მგზავრები გადაერჩინა.

ბრუნო მარსი გასულ თებერვალს კოკაინის მოხმარებისთვის ლას ვეგასის სასამართლომ დამნაშავედ აღიარა.
მომღერლის ადვოკატის თხოვნა მოსამართლემ მას შემდეგ არ დააკმაყოფილა, რაც მარსი სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხადდა.

LL Cool J დაასახელეს ამა წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიის წამყვანად.
ეს მომღერლისა და მსახიობისთვის შოუს გაძღოლის პირველი შემთხვევა იქნება.
დაჯილდოების ცერემონია 12 თემებრვალს, ლოს ანჯელესში გაიმართება.

კომენტარები