ოქროს გლობუსი

ოქროს გლობუსი

ლოს-ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ რიგით 69-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო ფილმად უცხოური პრესის ასოციაციამ ალექსანდერ პეინის „The Descendants” (მემკვირდეები) დაასახელა.

საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მერილ სტრიპმა მოიპოვა, ფილმისთვის „The Iron Lady”, (რკინის ლედი) ხოლო წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ჯორჯ ქლუნი დასახელდა, ფილმისთვის „The Descendants” (მემკვირდეები).

საუკეთესო მიუზიკლი/კომედია ნომინაციაში მიშელ ჰაზანავიჩუსის „The Artist” გაიმარჯვა, მიუზიკლისა და კომედიის ჟანრში საუკეთესო მსახიობ ქალად მიშელ უილიამსი გამოვლინდა, ხოლო მამაკაცად ჟან დუჟარდინი.

მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, ქალის ნომინაციაში გამარჯვება ოქტავია სპენსერმა მოიპოვა, ხოლო მამაკაცთა შორის ოქროს გლობუსი კრისტოფერ პლამერმა დაიმსახურა.

წლის რეჟისორად უცხოური პრესის ასოციაციამ მარტინ სკორსეზე დაასახელა, ფილმისთვის „Hugo”(ჰიუგო).

საუკეთესო ანიმაციური ფილმი: “The Adventures of Tintin” (ტენტენის თავგადასავალი)

უცხოური ფილმი: „A Separation” (გაყრა)

საუკეთესო სცენარი: „A midnight in Paris” (შუაღამე პარიზში)

საუკეთესო მუსიკა: „The Artist” 

საუნდტრეკი: „W.E” - მადონა

სატელევიზიო სერიალი: „Homeland” (სამშობლო)

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში: კლერ დენსი

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში: კელსი გრამერი

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი - მიუზიკლი/კომედია: „Modern Family” (თანამედროვე ოჯახი)

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში - მიუზიკლი/კომედია:

ლორა დერნი

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი სატელევიზიო სერიალში - მიუზიკლი/კომედია: მეთ ლებლანკი

მინი სერიალი: „Downtown Abbey”

საუკეთესო მსახიობი ქალი მინი სერიალში: კეიტ უინსლეტი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მინი სერიალში: იდრის ელბა

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მინი სერიალში: ჯესიკა ლაჯჟი

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი მინი სერიალში: პიტერ დინქლეიჯი

 

 

კომენტარები