საპარლამენტო არჩევნები

სააკაშვილი: საპარლამენტო არჩევნები, კანონის თანახმად, ოქტომბერში გაიმართება

საპარლამენტო არჩევნები , კანონის თანახმად, ოქტომბერში გაიმართება და დარჩენილ 9 თვეში ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად  სათანადოდ უნდა მოემაზადოს, ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრისას.   შეხვედრაზე სააკაშვილმა გამოთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა კონსენსუსს მიაღწიეს და კოდექსს ვენეციის კომისიამ დადებითი შეფასება მისცა. თავის მხრივ, ხარატიშვილმა   ხაზი გაუსვა რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანია,  მოიპოვოს ქართული საზოგადოების სრული ნდობა,  როგორც საარჩევნო პროცესის მიმართ, ისე არჩევნების შედეგებისადმი.

კომენტარები