უმუშევრობა

რეკორდულად მაღალი უმუშევრობა საფრანგეთში

საფრანგეთში უმუშევრობამ ბოლო 12 წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2011 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა კვარტალთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და წლიური 9.7%-ია. საფრანგეთის შრომის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ  ნოემბერში, შრომის ბირჟაზე 2.85 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე  კი, უმუშევრობის დონე 5.2%-ით გაიზარდა. მსგავსი მდგომარეობა ქვეყანაში 1999 წლის შემდეგ არ ყოფილა, - წერს Reuters-ი.

საფრანგეთმა შესაძლოა ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგიც დაკარგოს. ამის შესახებ ხელისუფლება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor's-მა  უკვე გააფრთხილა.საფრანგეთს ამ დროისთვის მაღალრეიტინგულ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი -  ქვეყნის მშპ-ის 85% - სახელმწიფო ვალი აქვს. ამას ერთვის  საბანკო სექტორშიარსებული რისკებიც: ფრანგული ბანკები ევროზონის პრობლემურ ქვეყნებში მნიშვენლოვან აქტივებს ფლობენ.

კომენტარები