ხვალ, 28 დეკემბერს ქუთაისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის მხარდაჭერით მეფეთუბანში „ქართული ფუტკრის“ ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანი საქართველოში მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობაა.
ფესტივალზე გაიმართება თაფლის სხვადასხვა სახეობების (წაბლის, აკაციის, ალპური და ა. შ.) და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების: ფუტკრის რძე, შხამი,თაფლის სანთელი გამოფენა-გაყიდვა. ცალკე სტენდი დაეთმობა აპითერაპიას (ფუტკრის შხამისა და მისი პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენება). დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, „ქართული ფუტკრის“ ფესტივალი ქუთაისში ყოველწლიურად გაიმართება.




