ირაკლი ალასანია

ალასანია: საქართველოს მომავალს ვხედავთ ნატოსა და ევროკავშირში

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა  ირაკლი ალასანიამ გუშინ  გაავრცელა მიმართვა , რომელშიც    განმარტა  მისი გუნდის, ბიძინა ივანიშვილისა და "რესპუბლიკელების" პოზიციები  საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასა და   რუსეთთან ურთიერთობების შესახებ.

მიმართვაში ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ბოლო კვირების მანძილზე  ნაციონალური არხებიდან ხორციელდება“ უსაფუძვლო თავდასხმები“ მასა და მის პარტნიორებზე - ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილზე -  ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებასა და რუსეთთან მიმართებაში მათი დამოკიდებულებების გამო. ალასანიას თქმით,    თავისუფალი დემოკრატების  და მისი პარტნიორების  ურყევი პოზიციაა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია.  ”ჩვენ საქართველოს მომავალს ვხედავთ ნატოსა და ევროკავშირში და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება.  ჩვენ თუკი გვინდა მომავალში ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება, აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება“. -აღნიშნა ირაკლია ალასანიამ . მან    რუსეთის მიმართ მისი და მისი  პარტნიორების დამოკიდებულებაც განმარტა და თქვა,  რომ  რუსეთთან დამოკიდებულებაში  ხედავენ პრაგმატიზმს ქართული ინტერესებიდან გამომდინარე.  ალასანიას სურს, რუსეთში ქართველი ბიზნესმენები ისე  გრძნობდნენ თავს, როგორც რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლები გრძნობენ თავს საქართველოში.

ამ ცოტა ხნის წინ   თავისუფალი  დემოკრატების ლიდერმა   ნიუ იორკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე  განაცხადა, რომ ”სა­ქარ­თვე­ლო დღეს უფ­რო შორ­საა ნა­ტოს­გან , ვიდ­რე 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის წინ იყო და მას თა­ვი­სი ”კონ­ფლიქ­ტე­ბით ნა­ტო­ში არა­ვინ შე­იყ­ვანს”. ”ეს არის ფაქ­ტი, რად­გან არ­ავის სურს ბირ­თვულ რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის სა­კუ­თარ სახ­ლში, ანუ ევ­რო­პა­ში შე­ტა­ნა.”- აღნიშნა ირაკლი  ალასანიამ ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე.  რაც შეეხება მის პარტნიორ  ბიძინა ივანიშვილს,  სააგენტო როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც  19 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მან აღნიშნა, რომ   საქართველოს შესაძლებელია ჰქონდეს ისეთი ”მოსახერხებელი ადგილი, რომელიც ხელსაყრელი იქნება  აშშ-სა და ევროპისთვის და მისაღები - რუსეთისთვის”.   

 

კომენტარები