ოქროს გლობუსი

ოქროს გლობუსის ნომინანტები

გუშინ რიგით 69-ე ოქროს გლობუსის ნომინანტთა სია გამოქვეყნდა. ყველაზე მეტი 6 ნომინაცია მიშელ ჰაზანავიჩუსის ნამუშევარმა ”არტისტი” მოიპოვა. 5-5 ნომინაცია აქვს ტეიტ ტეილორის ”მოსამსახურეს” და ალექსანდრ პეინის ”შთამომავლობას”.

საუკეთესო დრამის სახელის მოპოვებას ”მოსამსახურისა” და ”შთამომავლობის” გარდა მარტინ სკორსეზეს ”ჰიუგო”, სტივენ სპილბერგის ”საბრძოლო ცხენი”, ჯორჯ ქლუნის ”მარტის იდები” და ბენეტ მილერის Moneyball შეეცდებიან.

”არტისტი” საუკეთესო კომედია ან მიუზიკლის ჯილდოს მოპოვების მთავარი ფავორიტია, მას კონკურენციას ვუდი ალენის ”შუაღამე პარიზში”, ჯონათან ლივაინის ”50/50”, პოლ ფეიგის ”მეჯვარეები” და საიმონ კერტისის ”ჩემი კვირა მერლინთან” გაუწევენ.

 

ოქროს გლობუსის დაჯილდოება 15 იანავრს გაიმართება.

 

ოქროს გლობუსის მხატვრული ფილმების ნომინაციების სრული სია:

საუკეთესო მხატვრული ფილმი (დრამა)

შთამომავლობა

საბრძოლო ცხენი

Moneyball

მარტის იდები

ჰიუგო

მოსამსახურე

 

საუკეთესო მხატვრული ფილმი (მიუზიკლი ან კომედია)

არტისტი

50/50

მეჯვარეები

შუაღამე პარიზში

ჩემი კვირა მერლინთან

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (დრამა)

ჯორჯ ქლუნი - შთამომავლობა

ლეონარდო დიკაპრიო - ედგარი

მიქაელ ფასბენდერი - სირცხვილი

რაიან გოსლინგი - მარტის იდები

ბრედ პიტი - Moneyball

 

საუკეთესო მსახიობი ქალი (დრამა)

გლენ ქლოუზი - ალბერტ ნობსი

ვიოლა დევისი - მოსამსახურე

რუნი მარა - გოგონა დრაკონის ტატუთი

მერილ სტრიპი - რკინის ქალბატონი

ტილდა სუინტონი - ჩვენ კევინზე უნდა ვილაპარაკოთ

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (კომედია ან მიუზიკლი)

ჟან დუჟარდენი - არტისტი

ჯოზეფ გორდონ ლევიტი - 50/50

ბრენდან გლისონი - მცველი

რაიან გოსლინგი - გიჟური, სულელური, სიყვარული

ოუენ უილსონი - შუაღამე პარიზში

 

საუკეთესო მსახიობი ქალი (კომედია ან მიუზიკლი)

ჯოდი ფოსტერი - ჟლეტა

ქეით უინსლეტი - ჟლეტა

შარლიზ ტერონი - Young Adult

კრისტენ უიგი - მეჯვარეები

მიშელ უილიამსი - ჩემი კვირა მერლინთან

 

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულება (მამაკაცი)

ალბერტ ბრუქსი - დრაივი

ჯონა ჰილი - Moneyball

ვიგო მორტენსენი - სახიფათო მეთოდი

კრისტოფერ პლამერი - დამწყებები

კენეტ ბრანა - ჩემი კვირა მერლინთან

 

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულება (ქალი)

ბერენის ბეჟო - არტისტი

ოქტავია სპენსერი - მოსამსახურე

ჯესიკა ჩესტეინი - მოსამსახურე

ჯენეტ მაქტირი - ალბერტ ნობსი

შაილინ ვუდლი - შთამომავლობა

 

საუკეთესო სცენარი

ვუდი ალენი - შუაღამე პარიზში

ჯორჯ ქლუნი, გრანტ ჰესლოვი, ბიუ უილიმონი - მარტის იდები

მიშელ ჰაზანავიჩუსი - არტისტი

სტივ ზალიანი, აარონ სორკინი - Moneyball

ალექსანდრ პეინი, ნატ ფოქსი, ჯიმ რაში - შთამომავლობა

 

საუკეთესო რეჟისორი

ვუდი ალენი - შუაღამე პარიზში

ჯორჯ ქლუნი - მარტის იდები

მიშელ ჰაზანავიჩუსი - არტისტი

მარტინ სკორსეზე - ჰიუგო

ალექსანდრ პეინი - შთამომავლობა

 

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

ომის ყვავილები (ჟან იმოუ)

ბავშვი ველოსიპედით (ძმები დარდენები)

დაშორება (ასღარ ფარჰადი)

კანი რომელშიც მე ვცხოვრობ (პედრო ალმოდოვარი)

სისხლისა და თაფლის მიწა (ანჯელინა ჯოლი)

 

საუკეთესო მუსიკა

ლუდოვიკ ბუსე - არტისტი

ტრენტ რეზნორი, ატიკუს როსი - გოგონა დრაკონის ტატუთი

ჰოვარდ შორი - ჰიუგო

აბელ კორცენიოვსკი - W.E.

ჯონ უილიამსი - საბრძოლო ცხენი

 

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

ტენტენის თავგადასავალი

არტურის შობა

მანქანები 2

რანგო

ჩექმებიანი კატა

 

კომენტარები