საქართველო-ამერიკის ურთიერთობა

ერიკ რუბინი საქართველოში კლინტონის მომავალი ვიზიტის შესახებ

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკ რუბინმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ცნობაზე, რომლის თანახმად მომავალ წელს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უნდა ესტუმროს.

” ამჟამად მიმდინარეობს თარიღის დაზუსტება და ეს მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე მიმდინარეობს დღის წესრიგზე მუშაობა. ”- განაცხადა ერიკ რუბინმა დღეს , თბილისში, გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ოფიციალურ პირებთან და განხილული იქნება სხვა და სხვა საკითხები, მსჯელობა იქნება არჩევნებზეც, რომელიც საქართველოს აქვს წინ , ასევე ნატოს ჩიკაგოს სამიტზე.

 

კომენტარები