ფინანსური ბაზარი

ჰონგ-კონგი: მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ფინანსური ბაზარი

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ ფინანსურ ბაზრად ჰონგ-კონგი დაასახელა. კვლევაში ნათქვამია, რომ ჰონგ-კონგმა მეოთხე ადგილიდან პირველ ადგილზე ძირითადად იმ მკაცრი ზომების წყალობით გადაინაცვლა, რომლებიც ამერიკისა და ბრიტანეთის ფინანსურ სფეროში, მსოფლიო კრიზისის ფონზე იქნა მიღებული. ჰონგ-კონგის ლიდერობა განპირობებულია არა საბანკო სფეროს, არამედ ისეთი მომსახურებებით როგორიცაა აქციების პირველადი განთავსება და დაზღვევა. რეიტინგის პირველ ათეულში შევიდნენ: ჰონგ-კონგი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური, ავსტრალია, კანადა, ნიდერლანდები, იაპონია, შვეიცარია და ნორვეგია. ფორუმის აღმასრულებელი დირექტორის კევინ სტეინბერგის თქმით, ორგანიზაციის მიერ მოხსენებების გამოქვეყნების ისტორიაში პირველად, ვერც ამერიკა და ვერც დიდი ბრიტანეთი სიის სათავეში ვერ მოხვდნენ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტით 60 ქვეყანა ფასდება. რეიტინგი, რომელიც პირველად 2008 წელს შედგა, ითვალისწინებს საბანკო საქმიანობის ეფექტურობასა და მოცულობას, ასევე სხვა ფინანსურ სერვისებს, ბიზნესის წარმოების პირობებს და ფინანსურ სტაბილურობას.

 

კომენტარები