საბავშო ევროვიზიაში გამარჯვებულ ჯგუფ „ქენდის" საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა და მის წევრებს გამარჯვება პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა პატარა მომღერლები აიპოდებით დაასაჩუქრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ისინი ინგლისური ენის შესასწავლად 3 კვირით ლონდონში გაემგზავრებინ. შეგახსენებთ, რომ ერევანში გამართულ მსოფლიო დონის კონკურსზე ქართული ანსამბლი 13 კონკურენტ ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა . 108 ქულით მან პირველი ადგილი დაიკავა.