რუსეთის არჩევნები

მაკკეინი: ვლად! არაბული გაზაფხული შენს საზღვრებს უახლოვდება

რუსეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ , რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა Twitter-იდან მიმართა  რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს და მას კიდევ ერთხელ ურჩია  დაფიქრდეს  ტუნისის, ეგვიპტის და ლიბიის გამოცდილებაზე. ” ძვირფასო ვლად ! არაბული გაზაფხული შენს საზღვრებს უახლოვდება”- დაწერა მაკკეინმა თავის მიკრობლოგზე SenJohnMcCain Twitter,  

რუსული მედია შენიშნავს, რომ  გავლენიანმა სენატორმა სოციალური ქსელი Twitter  პუტინთან მიმართებაში გამოიყენა, მაშინ როცა პუტინს  აღნიშნულ ქსელში ანგარიში გახსნილი არ აქვს, მედვედევი კი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია  . მაკკეინმა ხაზი გაუსვა იმას, თუ ვინ არის რუსეთში რეალური მმართველი - წერენ  რუსი ჟურნალისტები.

ჯონ მაკკეინი რუსეთის  მიმართ მკვეთრი  ტონით გამოირჩევა, მან  ცოტა  წინ განაცხადა:  ”  თანამედროვე დიქტატორებს, მათ შორის  ბაშარ ასადს და შესაძლოა, ბატონ პუტინსაც აქვთ სანერვიულო.. ვფიქრობ,   ეს გაზაფხული არ არის მხოლოდ არაბული გაზაფხული.” 

აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს ”უსამართლო”  უწოდა რუსეთში  ჩატარებულ არჩევნებს. ვილნიუსში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრაზე  რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში მან  განაცხადა: ” არჩევნები, რომელიც არც სამართლიანია და არც თავისუფალი,  ძირს უთხრის ხალხის ნდობას. ჩვენში შეშფოთებას იწვევს ის თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები.”

კომენტარები