რუსეთის არჩევნები

დასავლეთი შეშფოთებულია რუსეთის არჩევნებზე დარღვევების გამო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა ” სერიოზული შეშფოთება” რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ შემჩნეული დარღვევების გამო და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას სრულად გამოიძიოს კენჭისყრის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული საჩივრები. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ -ს აწუხებს ცნობები ამომრჩეველთა სიებით მანიპულირებისა და სხვა ”შემაშფოთებელი პრაქტიკის” შესახებ.  ვილნიუსში, ეუთოს წევრის ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრაზე კლინტონმა  რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში   განაცხადა: ” არჩევნები, რომელიც არც სამართლიანია და არც თავისუფალი,  ძირს უთხრის ხალხის ნდობას. ჩვენში შეშფოთებას იწვევს ის თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები.”

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ასევე მოუწოდა მოსკოვს არჩევნებთან დაკავშირებით არსებული საჩივრების სრული გამოძიება. რუსეთის დუმის არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური ლონდონის შეშფოთება გამოხატა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა. მან განაცხადა, რომ ლონდონი ენდობა ეუთოს შეფასებას, ის კი იწვევს ”სერიოზულ შეშფოთებას”. ჰეიგის თქმით, ბრიტანეთი მოუთმენლად ელის , თუ როგორი იქნება დარღვევებზე რუსეთის ხელისუფლების რეაგირება.

”არჩევნები ფარსი” ამ ლონზუნგით გუშინ გაიმართა ყველაზე მასშტაბური აქცია მოსკოვში აქციებს შორის, რომლებიც პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთში ჩატარებულა. აქციის დასრულების შემდეგ პოლიციამ 300 -ამდე პირი დააპატიმრა, საპროტესტო აქციის ჩატარებს დაპატიმრებები მოჰყვა სანკტ-პეტერბურგშიც. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა ინფორმაცია, მოსკოვში შინაგანი ძალების გადაადგილების შესახებ და განმარტა, რომ აღნიშნული ძალების გამოჩენა დედაქალაქში მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება .

 

 

კომენტარები