25 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმი დაიწყო ხელოვანთა გამოფენა, სახელწოდებით ”შავ-თეთრი” (”დღისა და ღამის ზღვარზე”). გამოფენაზე წარმოდგენილია ი 9 მხატვრის–ქეთი დავლიანიძის, ალექსანდრე ანთაძის, ირაკლი წულაძის, თიკა ჩხიკვიშვილის, თუთუ კილაძის, მაკა ბატიაშვილის, ნინო მოსეშვილის, მაკა ჯებირაშვილისა და ანტონ ბალანჩივაძის 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.
გამოფენა 2011 წლის 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.




