გენდერული ძალადობა

გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის დღე

25 ნოემბერს გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც.

პრობლემა რომ არსებობს, ეს ქალ¬თა მი¬მართ ოჯახ¬ში ძა¬ლა¬დო¬ბის შე¬სა¬ხებ 2009 წელს ჩატარებულ ეროვ-ნულ კვლე¬ვა¬შიც გა¬მოჩ¬ნდა. კვლევის ფარგლებში 15-49 წლამ¬დე ასა¬კის 2 400-მდე ქა¬ლი გა¬მოჰ¬კით¬ხეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ქორ¬წი¬ნე¬ბა¬ში მყო¬ფი ყო¬ვე¬ლი მე¬თერ¬თმე¬ტე ქა¬ლი ფი¬ზი¬კუ¬რი ძა¬ლა¬დო¬ბის მსხვერ-პლია. ძა¬ლა¬დო¬ბის სხვა¬დას¬ხვა ფორ¬მა კი 35%-ს აქვს განცდილი.

ამავე კვლევის მიხედვით, ქალთა 34,1 % ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია. 44,9 % კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს დაანახოს თუ ვინ არის ოჯახის უფროსი.

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბროლის დღესთან დაკავშირებით, დღეს, საღამოს 9 საათზე, ”ქალთა ფონდი საქართველოში” საქველმოქმედო კონცერტს მართავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი Kung Fu Junkie მიიღებს. ბილეთის ფასი 5 ლარია. შემოსული თანხა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს გადაეცემა.

 

კომენტარები