პატიმართა შეწყალება

პრეზიდენტმა 137 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 23 ნოემბერს 137 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის ფაქტის შესახებ განმარტებები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, სრული შეწყალება შეეხო 111 მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებენ. კალმახელიძის ინფორმაციით, 6 მსჯავრდებულს გაუნახევრდა სასჯელი, 18-ს მოეხსნა პირობითი მსჯავრი, ხოლო 2 ადამიანს შეუმცირდა სასჯელის ვადა.

პრეზიდენტი პატიმრებს ყოველ გიორგობას იწყალებს.

 

კომენტარები