რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

გილაური: საქართველო მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა Deutsche Welle- თან ინტერვიუში  აღნიშნა, რომ  საქართველო მზადაა რუსეთთან ”ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებისთვის”.

”ეკონომიკური კუთხით, ჩვენი ურთიერთობები მრავალმხრივია. საქართველოში  არა ერთი  რუსული კომპანია მუშაობს”- აღნიშნა  საქართველოს პრემიერმა და მაგალითისთვის დაასახელა:  რუსული ბანკი VTB, რუსული კომპანიები: ”რაო”. ”ლუკოილი”, ”ბილაინი”.

  ” ჩვენ ელექტåროენერგიის ექსპორტს ვაწარმოებთ რუსეთში და ”გაზპრომს”  საშუალებას  ვაძლევთ, საქართველოს გავლით სომხეთს მიაწოდოს გაზი. რაც შეეხება პოლიტიკას. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ნებისმიერი საკითხისა თუ თემის განხილვისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, რუსული მხარე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ინიციატივებს უარყოფს“-  აღნიშნა  ნიკა გილაურმა   ინტერვიუში.

შეკითხვას - ხომ არ ფიქრობთ, რომ ნატოსთან საქართველოს დაახლოების მცდელობა ხელს უშლის რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას?- პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: ” ნატოსკენ სწრაფვა  საქართველოს პოლიტიკური კლასის და მოსახლეობის არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას , ეს რეალობაა და ამ მოძრაობის შეჩერება შეუძლებელია.”

კომენტარები