საქართველო-იტალიის ურთიერთობები

საქართველო იტალიის მთავრობის შესახებ

იტალიაში საქართველოს საელჩომ მხარდაჭერა გამოუცხადა იტალიის ახალ მთავრობას. იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე გაბაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში ახალი მთავრობის მოსვლით 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, რადგან ახალ მთავრობაში საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი პირები წინაურდებიან.

იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას უახლოეს მომავალში დაასრულებს. გავრცელებული ცნობებით , მონტი ( ყოფილი ევროკომისარი) ფინანსთა მინისტრის პოტს შეითავსებს კაბინეტში, რომელსაც თავად უნდა უხელმძღვანელებს.

 

კომენტარები