ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად პრეზიდენტისთვის მიმართვა მომზადდება, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა . მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის მხარე ვერ დაელოდება სასამართლო განხილვის ხანგრძლივი პროცესის დასრულებას და ამიტომ, ბიზნესმენთან კონსულტაციების შედეგად უახლოეს ხანში გადაწყდება პრეზიდენტისთვის მიმართვის საკითხი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვირას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მას შემდეგ, რაც მისივე მიმართვიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეჩერებას.




