სასამართლო სისტმეა

კუბლაშვილი: სასამართლო სისტემა უფრო დაიხვეწება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი  კმაყოფილია სასამართლოს სისტემის მუშაობით, თუმცა მიიჩნევს, რომ მას  შემდგომი დახვეწა- სრულყოფა  სჭირდება და  ამისთვის ის მზადაა განიხილოს  არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები. განცხადება კუბლაშვილმა გააკეთა თბილისში ჩატარებულ  ფორუმზე , რომლის ორგანიზატორიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”  დამოუკიდებელი  და გამჭირვალე  მართლმსაჯულებისთვის. ” ფორუმი საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა გახსნა და  თქვა, რომ მიესალმება თანამშრომლობას სასამართლო ხელისუფლებასა და  სამოქალაქო სექტორს შორის.  უზენასი სასამართლოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში მთლიანად შეიცვალა მოსამართლეების დანიშვნის წესი, შეიქმნა სრულიად ახალი  სისტემა, ”რომელიც კარგად მუშაობს”,  ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომლის  კურსის გავლის გარეშეც მომავალში სასამრთლოში  ვერ  დაინიშნება  ვერც ერთი მოსამართლე,  ამოქმედდა   მოსამართლეთა   დისციპლინური  პასუხისმგებლობის  ახალი სისტემაც . ”მიუხედავად ამისა სისტემა საჭიროებს შემდგომ სრულყოფას, მზად ვართ განვიხილოთ თქვენი წინადადებები, ყველაფერზე  ალბათ ვერ შევთანხმდებით, თუმცა წინადადებათა დიდი ნაწილი გაზიარებული იქნება”-   უთხრა  არასამთავრობო ორგანიზაციების   წარმომადგენლებს კოტე კუბლაშვილმა. 

კომენტარები