უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოს მომხარებელთა კვლევის შედეგები გააცნო. 2011 წლის ოქტომბერის კვლევის მიხედვით, სასამართლოს მომხმარებელთა 72% სრულ, ხოლო 12% ნაწილობრივ ნდობას უცხადებს.
მომხმარებლები ცალკე გამოიკითხნენ სისხლის სამართლის საქმეებში ნდობაზეც. აქ სრული ნდობის მაჩვენებელი 56%-მდეა, ხოლო ნაწილობრივის - 17%.
`ჩვენი სურვილია, ნდობა უფრო მეტი იყოს. მომავალ წლებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად ეს ნდობა კიდევ უფრო მაღალი გახდება~ - ამბობს კოტე კუბლაშვილი
კვლევა საქართველოს მასშტაბით 8 საქალაქო და რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. გამოკითხულებს სასამართლოს მუშაობის ისეთი კონკრეტული ასპექტების შეფასებაც თხოვეს, როგორიცაა საქმეთა განხილვის ვადები, სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან დამოკიდებულება, ინფორმაციის გაცემის პროცედურების სიმარტივე.
მომხმარებელთა დაახლოებით 85% ამბობს, რომ დროულად გაუწიეს მომსახურება და მიიღეს საჭირო ინფორმაცია. 67% კი აცხადებს, რომ მისი საქმე დროულად გადაწყდა.




