ღუდუშაურის კლინიკა

ღუდუშაურის კლინიკა 6.67 მილიონ ლარად გაიყიდა

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" ახალი მფლობელი შპს „ჯორჯიან მედი" გახდა.

კომპანიამ, სამედიცინო ცენტრი 6.67 მილიონ ლარად აუქციონზე შეიძინა. აუქციონზე „ღუდუშაურის კლინიკის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 29 378 010 აქცია, შენობა-ნაგებობები და 62 093 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო გამოტანილი. 

ღუდუშაურის კლინიკა ბრიტანულ Westring Medical Services (Georgia)-ს 25-წლიანი მართვის უფლებით ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა გადაცემოდა. თუმცა, პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანია კლინიკის მართვაში არ შესულა.

კომენტარები