„საქართველოს რკინიგზამ" და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს EBRD აღარ დააფინანსებს. EBRD-ის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზამ" პროექტის რესტრუქტურიზაცია განახორციელა და დაფინანსების სხვა წყარო გამოძებნა. როგორც საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რკინიგზა თავად დააფინანსებს შემოვლითი გზის მშენებლობას.
EBRD-სა და „საქართველოს რკინიგზას" შორის 2010 წლის 17 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით EBRD-ს „თბილისის შემოვლითი გზის" პროექტი 100 მილიონი ევროთი (ექვივალენტი შვეიცარიულ ფრანკებში) უნდა დაეკრედიტებინა დააკრედიტა. პროექტი ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა მისი დაფინანსება რკინიგზის სახსრებით და ასევე ევროობლიგაციების ემისიიდან მიღებული შემოსავლებით ხდება.




