აუქციონი

სავაჭრო ჯიხურებზე პირველი აუქციონი ჩატარდა

მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ახალი სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონზე გამოტანილი 50 ლოტიდან განაცხადი მხოლოდ 22 ლოტზე შევიდა. აქედან 7 მათგანზე ვაჭრობა კონკურენციის გარეშე ჩატარდა, ხოლო დარჩენილ 15 ლოტზე კი კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებელ აუქციონში მაქსიმალური წლიური საიჯარო ქირა 36 ათასი ლარი, ხოლო მინიმალური ათას ორმოცდაათი ლარი დაფიქსირდა. გამარჯვებულები ადგილზე ჯიხურების დადგმას 5 წლით შეძლებენ. წლიური საიჯარო ქირა კი 6 თვეში ერთხელ უნდა გადაიხადონ. 9, 15, 16 და 22 ნოემბერს კიდევ 4 აუქციონი შედგება, რომლებზეც სულ 232 ფართი იქნება გამოტანილი.

მერია თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ადგილას გეგმავს 6 კვადრატული მეტრი ფართობის ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურების განთავსებას. როგორც მერიაში ამბობენ ინიციატივის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება, დედაქალაქის იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა.

 

კომენტარები