საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა ძირითადად მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ინფრასტრუქტურულ პროექტების განხილვას მიეძღვნა.
პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილის თქმით, საუბარი შეეხო 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, კერძოდ, „დასაქმებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას“, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. „ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აქამდე იყო გაცხადებული და რომელიც დასაქმებაზეა ორიენტირებული, განხორციელებული იქნება. 2012 წლის ბიუჯეტი მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით არის შედგენილი და მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს”,-აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც, თავის მხრივ, ჟურნალისტებს დეპუტატმა შოთა მალაშხიამ განუცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრისას „ბიძინა ივანიშვილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“. მალაშხიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ ვითარებას, ბიუჯეტს, ინფლაციას, ევროპაში არსებულ ვითარებას და სხვა საკითხებს.




