სააგენტო როიტერის ცნობით, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმის დამხობით რუსეთმა მილიარდობით შემოსავალი დაკარგა. სააგენტოს მოჰყავს რუსი ჩინოვნკის სიტყვები, რომ იარაღის ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფი რუსეთი, ლიბიასთან სამხედრო სფეროში კონტრაქტების ჩაშლით წლიურად 4 მილიარდ დოლარს კარგავს. მაგრამ, ” 4 მილიარდი მინიმალურია , რეალური დანაკარგი შესაძლოა 10 მილიარდი იყოს” - აცხადებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში რუსეთის ფედერალური სამსახურის უფროსი მიხაილ დმიტრიევი . დასავლეთის პრესა წერს, რომ რუსეთის კომპანიებმა ჩადეს ასობით მილიონი დოლარი ლიბიაში ნავთობისა და გაზის მოძიების საქმეში . რუსეთის რკინიგზა კი ლიბიაში აშენებდა სარკინიგზო ხაზს კონტრაქტით - 2,2 მილიარდი ევროს ფარგლებში. მოამარ კადაფის რეჟიმთან სამხედრო სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებებით , 2010 წელს რუსეთმა 10 მილიარდი დოლარი მიიღო, 2011-ში ლიბიისთვის იარაღის მიწოდებაზე გამოცხადებულმა ემბარგომ რუსეთი აიძულა უარი ეთქვა დაახლოებით 4 მილიარდიან ახალ კონტრაქტებზე.
კადაფის რეჟიმის დამხობით რუსეთმა მილიარდები დაკარგა
tbl.ge/l4r
დაკოპირდა




