ჟურნალ “forbes” მიერ გამოქვეყნებულ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადმიანების სიაში ვლადიმირ პუტინმა მეორე ადგილი დაიკავა. “forbes”-ის რეიტინგებში ყველაზე გავლენიანებს შორის პუტინი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას ჩამორჩება. ობამა პირველ ადგილზეა. მესამე ადგილი უკავია ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ძინტაოს, ხოლო მეოთხე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, მას მოსდევს Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი წინა რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებდა. ცალკეული ექსპერტების მოსაზრებით , ამ რეიტინგს ქმნის ხალხი, რომელსა მიაჩნიათ, რომ პუტინი არის სიმბოლო, რომლისაც დასავლეთს ეშინია.





