ეგვიპტეში 17 წლის ქრისტიანი ჯვარცმის ტარებისთვის მოკლეს

17 წლის ეგვიპტელი ახალგაზრდა, საკუთარმა მასწავლებელმა და კლასელებმა ჯვრის ტარების გამო მოკლეს.

რელიგიური ექსტრემიზმი გაკვეთილის დროს დაიწყო, როცა მასწავლებელმა აიმან ნაბილ ლაბიბს მოსთხოვა ტატუ-ჯვარცმის დაფარვა. ახალგაზრდა ქრისტიანმა საპასუხოდ მასწავლებელსა და კლასელებს მეორე ჯვარცმა ანახა, რომელიც მას კისერზე ეკიდა. საკუთარი რწმენის დემონსტრირების შემდეგ, მასწავლებელმა მისი გაგუდვა - ხოლო კლასელებმა ცემა დაიწყეს. მშობლების განცხადებით, ლაბიბი გაქცევას შეეცადა და ტუალეტში დაიმალა, სადაც მას მალევე მიაგნეს. მრავალრიცხოვანი ტრამვის შემდეგ, ერთ-ერთმა მასწავლებელმა ის საკუთარ კაბინეტში დამალა და სასწრაფო გამოიძახა. თუმცა ლაბიბი მედიკოსების მოსვლისთანავე გარდაიცვალა.

პოლიცია ლაბიბის მკვლელობაში რელიგიურ მოტივებს უარყოფს, მშობლების განცხადებით მოწმეები ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ, რადგან დაკავებულების შურისძიების ეშინიათ.

კომენტარები