NATO

რასმუსენმა გამორიცხა სირიაში ლიბიის მსგავსი ოპერაცია

ნატოს გენრალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამორიცხა ნატოს ოპერაცია სირიაში.  ” ჩვენ არ გვაქვს  ასეთი განზრახვა”- განაცხადა მან სააგენტო ფრანც-პრესთან საუბარში. რასმუსენი დღეს  წინასწარ  დაუგეგმავი ვიზიტით ლიბიაში ჩავიდა, ეს ვიზიტი  სიმბოლურად დაემთხვა    ლიბიაში ნატოს სამხედრო ოპერაციის დასრულებას . ტრიპოლიში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ახლა ლიბიის გარდამავალ საბჭოს  სჭირდება დახმარება ქვეყნის დემოკრატიაზე  გადასვლაში.

 ნატოს მისია ლიბიაში დღეს დასრულდა. 7 თვის წინ ნატომ დაიწყო ამ ქვეყანაში საჰაერო ოპერაცია  და შეასრულა მნიშვნელოვანი როლი მოამარ კადაფის დამხობაში. გასულ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭომ დაუჭირა მხარი ლიბიაში სამხედრო მოქმედებების 31 ოქტომბერს დასრულებას. 

 

დღესვე ლიბიის  მთავრობამ ქვეყანაში ქიმიური იარაღის არსებობა დაადასტურა და განაცხადა, რომ ვითარების შესასწავლად ახლო მომავალში ლიბიაში უცხოელი ინსპექტორები ჩავლენ. გარდამავალმა მთავრობამ განაცხადა, რომ ლიბიის ინტერესებში არაა მსგავსი იარაღის ფლობა.

.

კომენტარები