პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ვიდეო-კონფერენცია გამართა, რომელზეც საქართველოს სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიან გეგმა - "მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის" წარმოადგინა. ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვები დაესვათ.
კონფერენციის მოდერატორი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი იყო. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს შექმნას წინაპირობები მდიდარი და ერთიანი საქართველოსთვის, სადაც ყველა მოქალაქე ნორმალური საცხოვრებელი გარემოთი იქნება უზრუნველყოფილი. ნიკა გილაურის თქმით, ამ მიზნის მიღწევა საქართველოს მთავრობას უმუშევრობის დონის შემცირებით აქვს დაგეგმილი, ხოლო შრომისუუნაროთათვის სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე 2012 წლიდან 2015 წლამდე, ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება და ისინი სამუშაოს შეინარჩუნებენ ჰესების, გზების და სხვა ობიექტების მშენებლობის დასრულების შემდეგაც.
საქართველოს მთავრობის გეგმა "მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის" გულისხმობს : მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შექმნას, საქართველოს რეგიონულ სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის შემდგომ გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, სოციალური პოლიტიკის დახვეწას და ა. შ




