იგორ სმირნოვის შვილი ფულის მითვისებაშია ეჭვმიტანილი

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული  რესპუბლიკის” რესპუბლიკური ბანკის ” დირექტორის მოადგილე  ოლეგ ბრიზიცკი და ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი  რუსეთთან სოციალ-ეკონომიკური საკითხებში  თანამშრომლობის  მიმართულებით   ოლეგ სმირნოვი , ეჭვმიტანილები არიან  რუსეთის მიერ დნესტრისპირეთისთვის  ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფილი ფულის - 160 მილიონი რუბლის მითვისებაში. ოლეგ სმირნოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის იგორ სმირნოვის  შვილია  და რუსეთის მოქალაქეა.   გავრცელებული ცნობებით, სმირნოვი და სხვა ეჭვმიტანილები მოწმის სტატუსით  უნდა დაიკითხონ .  საქმე აღძრულია  რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით ( სხვისი ქონების მითვისება) 

კომენტარები