ბერლუსკონიმ უარყო მოკავშირესთან ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება

იტალიის პრემიერ -მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ  მთავარ პოლიტიკურ მოკავშირეს, ”ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერს უმბერტო ბოსის   2012 წლის მარტში  ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნების   დანიშვნაზე შეუთანხმდა.  მომდევნო საპარლამენტო არჩევნები იტალიაში 2013  წელს  უნდა ჩატარდეს.  იტალიური ოპოზიციური გაზეთის La Repubblica -ს ცნობით კი,  ბერლუსკონიმ    დადო პირობა, რომ თანამდებობიდან მიმდინარე წლის დეკემბერში ან  მომავალი წლის იანვარში წავა და ამის სანაცვლოდ უმბერტო ბოსის  მოსთხოვა დათანხმებულიყო  საპენსიო ასაკის 67-წლამდე გაზრდას. ეს ბერლუსკონის ერთ-ერთ ანტიკრიზისულ ღონისძიებად მიაჩნია, თუმცა  გაზეთის ცნობით, ”ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერმა   პრემიერ-მინისტრის  წინადადება არ გაიზიარა.

კომენტარები